პროგრამის მიზანი პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის −”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” −განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ახალი პროცედურების ამოქმედებამდე საჭირო ტრენინგებისგანხორციელებაა. სასწავლო პროგრამა სახელმწიფო წარმომადგენელთა ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს და, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, პოტენციურ მოწმეებთან პროფესიულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
ტრენინგს ამერიკელი ექსპერტები უძღვებიან. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში 140-მდე სახელმწიფო წარმომადგენელი გადამზადდება. მათ შორის, პროკურატურის, შსს-სა დაფინანსთა სამინისტროს გამომძიებლები. პროგრამის მეორე ეტაპზე გადამზადების დროს შერჩეული 40 ტრენერი მოწმეთა გამოკითხვის ახალ პროცესთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებში დასაქმებული გამომძიებლების გადამზადებას უზრუნველყოფს.
მოწმეთა გამოკითხვის პროგრამის პირველი ეტაპისფარგლებში ტრენინგები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მეორე ეტაპი −2014 წლის ბოლომდე.
იუსტიციის სასწავლო ცენტრიმოწმეთა გამოკითხვის პროგრამის ადმინისტრირებასა და კოორდინაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.