ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ეს ფაქტი. ეს არის პირდაპირი მიმართული იმისთვის შეაშინონ ჩვენი ამომრჩეველი, – განაცხადა პარლამენტარმა, გიორგი ვაშაძემ ოზურგეთში პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შეხვედრის დაწყებამდე.
_ ლანჩხუთში, ერთ-ერთ კერძო შენობაზე გადააკრეს მარგველაშვილის პლაკატები, რაც დარღვევა არის და ამას მოყვა დაპირისპირება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის შენობის გვერდზე და არავის რეაგირება არ მოუხდენია. – გვითხრა დავით ბაქრაძის შტაბის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ.