რომელიც ემსახურებოდა ცოდნის ამაღლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებთან ურთიერთობაში. პროექტის ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”. გაკვეთილები ჩაატარა აღნიშნული ორგანიზაციის ახალგაზრდა ლიდერმა, ნინო ლომთათიძემ.
_ ვიცოდი, რომ მსგავსი პროექტები დიდი მოწონებით სარგებლობდა, თუმცა, ასეთ შედეგს არ ველოდი. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხრიდან წამოვიდა მსგავსი გაკვეთილების ჩატარების ინიციატივა. მე “სიკეთის გაკვეთილებს” აუცილებლად ჩავატარებ სხვა სკოლებშიც, რათა ყველა მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ისწავლონ მათთან ურთიერთობა, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნინო ლომთათიძემ.