“საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან ბევრი ეფექტური ვერ არის. მსახიობი რომ ვახსენე, ბევრი განაწყენდა, მსახიობები ძალიან მიყვარს, სოსოც ძალიან მიყვარს და სხვებიც, მაგრამ საპარლამენტო მუშაობას თავისი გამოცდილება უნდა. სოსო ჯაჭვლიანიც და სხვებიც ცდილობენ მაქსიმალურად და მომავალში კიდევ უფრო ეფექტურები იქნებიან”,_ განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის დროში” საუბრისას.
ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობა დავითაშვილის მსგავსად კოალიცია რამდენიმე ადამიანმა კიდევ დატოვოს, თუმცა დასძენს, რომ კოალიციას საპარლამენტო არჩევნებამდე დაშლა არ ემუქრება:
“კოალცია არ დაიშლება, რაც მთავარია. არა მგონია, რომ კოალიციიდან გასვლით ვინმე ბევრს მოიგებს, რადგან საკუთარ პიროვნებას დააზარალებს, ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა ყველას თავისი გადმოსახედი აქვს. კოალიცია ამ მუხტით მივა თვითმმართველობის არჩევნებამდე. რატომ ვამბობ, რომ არ დაიშლება?! მე ვხედავ სიტუაციას. მათ ერთმანეთი სჭირდებათ. ახალი არჩევნების შემდგომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს და ძალიან კარგიც იქნება თუ დაიშლება. მეორე არჩევნებში თუ მოვიდნენ კოალიციით, იდეალური იქნება და იმის შემდეგ უფრო საინტერესო იქნება, რამე სხვა ძალამაც ივაჟკაცოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.