_ 13 წევრი ვართ და სადილისთვის ვემზადებით, _ თავი გაიმართლა ერთ-ერთმა წევრმა, მეორემ კი დააზუსტა:
_ 18 წევრი ვართ, 18 წევრი, აბა?! _ დააკონკრეტა კომისიის სხვა წევრმა.
აღნიშნულ ფაქტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივარს უკვე ამზადებს. ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით საია ყველა პარტიას გაუწევს სამართლებრივ დახმარებას:
_ ყველა პარტიას დავურიგეთ წერილები და სამართლებრივი დახმარება შევთავაზეთ. შესაბამისად მათ მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ვწერთ საჩივრებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, საჩივარი უკვე მზადდება, რადგან დარღვევას აქვს ადგილი, _ გვითხრა ტრაპაიძემ.