როგორც ირკვევა, მიმდინარე წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ორი ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანები სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბი-სი-აი”-ში იყო დაზღვეული, კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ვალდებულება და ზარალი ავტომანქანების ღირებულებით აანაზღაურა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის თანხით, ტენდერის საშუალებით, სამინისტრომ დაზიანებული ავტომანქანები ორი ახალი ავტომანქანით ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით: “გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, 2013 წლის იანვრიდან დღემდე შსს-ს მანქანებში 22 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ახალი მანქანები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც გამოჩნდა. სამინისტრომ 2013 წლის თებერვალში 15 619 ლარად ღირებული “ვოლცვაგენ პასატი” და 42 121 ლარად ღირებული “კია სერატო” შეიძინა.