შეხვედრის ოფიციალური ცერემონიალი უკრაინის გენერალურ შტაბში გაიმართა. შტაბის უფროსებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. პოლკოვნიკმა ძნელაძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც.
უკრაინაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გაერთიანებული შტაბის დელეგაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველ ცალკეულ სატანკო ბრიგადას ესტუმრება.