სამუშაო პოზიციის დასახელება:
მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
• მონაცემთა ბაზების სერვერების ადმინისტრირება
• მონაცემთა ბაზების სერვერების მონიტორინგი
• განახლებაზე ზრუნვა
• წარმადობის მონიტორინგი
• მონაცემთა ბაზების მიგრაცია
• მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაცია
• აღმოჩენილ ხარვეზებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების აღმოფხვრა
• მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების სისტემების აწყობა და მონიტორინგი
• სისტემის მდგრადობის მეთვალყურეობა
• სარეზერვო კოპირების სისტემების სისტემის აწყობა
• სარეზერვო კოპირების ვარგისიანობის მუდმივი მონიტორინგი
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება: ტექნიკური, სასურველია მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების კუთხით;
• მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების კუთხით;
• უცხო ენა – ინგლისური ან რუსული კარგად (სასურველია);
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
• ბიზნეს-კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევები;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
• ინიციატივის გამოვლენის უნარი.
ანაზღაურება: 1500 ლარი (პოზიცია გულისხმობს შესრულებული საქმიანობის მიხედვით ბონუსების გაცემას).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ მისამართზე: www.hr.gov.ge (მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი, 2013 წელი
შერჩევა ჩატარდება გასაუბრების სახით.
კონკურსის პირველ ეტაპზე განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.