https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცინდელიანის საქმე _ “რომან შამათავამ და “მაიმუნამ” ტვირთმობმული დათო ზღვაში გადააგდეს”

20:10; 22.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: “გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გახორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

კერძოდ, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას.

დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის გასახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ ,,ერ პე გე“-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან გახორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. 
აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. 
ტერორისტული აქტის გახორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი.

სასჯელი  ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.”

თუმცა, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ ისტორებიდან, რომელიც რომან შამათავას “მოღვაწეობას” უკავშირდება.

2008 წლის აგვისტო. დაკარგული 27 წლის რეინჯერი _ დავით ცინდელიანის საქმე

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. დღემდე მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის. უფრო სწორად, მათი გაუჩინარების შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს. უკვე 5 წელია სამართალდამცავი ორგანოები თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, ხაიში-ჭუბერის სატყეო მეურნეობის 27 წლის რეინჯერის, დავით ცინდელიანის საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. ცინდელიანის ოჯახს შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს. ისინი აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს, რომან შამათავას დათოს მკვლელობაში დებენ ბრალს და მის დაკავებას ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.

2008 წლის 16 აგვისტოს, გაუჩინარებული დავით ცინდელიანის დედა თამარ  არღვლიანი, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას განცხადებით მიმართავს, სადაც იგი 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული შვილის  საქმის გამოძიებაში დახმარებას თხოვს. ოჯახმა დღემდე არ იცის, ვინ და რატომ დააკავა დავით ცინდელიანი.  მხოლოდ ის იციან, რომ უკანასკნელი ადამიანი, ვინ მათი შვილი ცოცხალი ნახა, კუდ-ის ყოფილი  უფროსი რომან შამათავაა.

“გურია ნიუსთან” ცინდელიანის ბიძა, ოთარ ვიბლიანი 5 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს: “ჭუბერში, დათოს სახლთან ახლოს,  უშიშროების სამსახური იყო დაბანაკებული. როდესაც  საბოლოოდ დავკარგეთ კოდორის ხეობა, დათომ იქ დაბანაკებულ უშიშროების თანამშრომლებს უსაყვედურა, მოსახლეობა მაინც გამოგეშვათ, თოფის გასროლის გარეშე ნებდებოდით, მერე წასულიყავითო. ამას ცხარე კამათი მოჰყვა, ამის მოწმეებიც არიან. ამის მერე, დათო აჰყავთ მოსმენაზე. ომის შემდეგ, ხომ გახსოვთ, ბორჯომის ხეობას ცეცხლი რომ წაუკიდეს? მთელი სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებულები იყვნენ ხანძრის ჩასაქრობად. იქ ჩვენებს ტანკები ჰყავდათ გადამალული. ეტყობა, დათომ ნახა. სწორედ ამ პერიოდში მას ურეკავს მეგობარი გოგო ბალტიისპირეთიდან. სავარაუდოდ, დათომ უთხრა, ტყეში ტანკები ვნახეთო. ეტყობა, მოსმენაზე რომ იყო, ეს სიტყვები ჩაუთვალეს სამშობლოს ღალატად. ამის შემდეგ, დათო ჩადის ჭუბერში და ქუთაისში იბარებენ  თათბირზე მას, მამამისს და ხაიში-ჭუბერის სატყეო მეურნეობის ყველა თანამშრომელს.

სვანეთიდან  მამა-შვილთან ერთად მოდიოდა სატყეო მეურნეობის დირექტორი გია ანსიანი, ნაწილი _ სხვა მანქანით წამოვიდა. ესენი კიდევ ერთ თანამშრომელს ელოდებოდნენ, მაგრამ ის არ გამოჩნდა. როგორც კი სვანეთიდან წამოვიდნენ, ანსიანს ყოველ ნახევარ საათში ურეკავდნენ;  ესენი სენაკში რომ ჩამოვიდნენ, ვინც პირველი მანქანით იყო წამოსული ქუთაისიდან, ისინი უკვე უკან ბრუნდებოდნენ. ქალაქ სენაკაში შეხვდნენ ერთმანეთს და ჰკითხეს, რა თათბირი იყოო. მათ უპასუხეს _ თათბირი არ იყო, ბლანკები შეგვავსებინეს და გამოგვიშვესო. მინდა აღვნიშნო, რომ თათბირი მოწვეული იყო მაშინდელი სატყეო დეპარტამენტის უფროსის _ ლაშა ჭკადუას მიერ და ამ სატელეფონო ზარებს ახორციელებდა მისი მოადგილე მამნიაშვილი.

როგორც კი შევიდნენ ქუთაისში, წინ სამი მანქანა გადაუდგათ და ეკითხებიან _ დავით ცინდელიანი რომელი ხართო. გადმოდის დათო, ტენიან მანქანაში და მიდიან. ერთადერთი, რაც მამამისმა მოახერხა, იკითხა, ვინ ხართ და სად მიდიხართო. მათ უთხრეს პოლიციის დეპარტამენტში გამოგვყევითო. ესენი ჩასხდნენ მანქანაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ მანქანის გასაღები არ იყო და ამიტომ სწრაფად ვერ გაყვნენ. მოგვიანებით  დაქოქეს მანქანა, მივიდნენ თათბირზე, თუმცა მისულებს ადრე ჩასული კოლეგების შევსებული ბლანკები იატაკზე დახვდათ დაყრილი. არანაირი თათბირი არ იყო. ადგილზე მხოლოდ ქუთაისის სატყეო მეურნეობის დირექტორი დახვდათ, რომელმაც დათოს ამბავი რომ გაიგო, იმ წუთშივე გამოიძახა პატრული. გადაკეტეს გზები, მაგრამ, არაფერი. იმ წუთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.   ეს არის ის რაც მოხდა.”

როგორც ცინდელიანის ოჯახის წევრებმა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ დავით ცინდელიანი თბილისის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებსაც ქუთაისის სპეცრაზმი ეხმარებოდა.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დათო თბილისში მიჰყავთ, ოღონდ შემოვლითი გზით, რადგან 2008 წლის 16 აგვისტოა, რუსები ისევ დგანან, გზები გადაკეტილია. როგორც გავიგეთ, როდესაც ბორჯომამდე მიაღწიეს, თბილისიდან უშიშროების თანამშრომლებს ურეკავს დათა ახალაია _ თბილისში ნუ წამოიყვანთ, უკან წაიყვანეთო. ზუსტად არ ვიცი, სად მოხდა დათოს გადაბარება, მაგრამ იგი  გადასცეს აფხაზეთის კუდ-ის უფროსს, ვინმე რომან შამათავას და წაიყვანეს სარფის მიმართულებით. იქ სადღაც ეკლესიის ნანგრევებია, აჩერებენ მანქანას, შამათავას გადმოჰყავს დავით ცინდელიანი, ურეკავს უცნობს და უთქვამს შეხვედრის ადგილს. საათნახევრის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ამის მერე, დავით ცინდელიანი აღარ არის,” _ ამბობს დათო ცინდელიანის ბიძა.

ოთარ ვიბლიანისვე ინფორმაციით, თანამშრომლები, რომლებიც იქ  იყვნენ, აცხადებენ, რომ მათ  ვერც გაბედეს ეკითხათ შამათავასთვის _ რა ბედი ეწია დავით ცინდელიანს. ბოლო ადამიანი, ვისაც შეხება ჰქონდა ცოცხალ დავით ცინდელიანთან,  ეს არის რომან შამათავა. მოდით ამასაც ვიტყვი: გავიგეთ, რომ ვინმე “მაიმუნას” (გიორგი ჩიქოვანი) რომელმაც ბათუმში ვიღაცა მოკლა და  ახლა გაქცეულია,  ურეკავს რომან შამათავა. რომან შამათავას და “მაიმუნას” დათო აჰყავთ კატერზე, ერთი გასროლით კლავენ, აბამენ ტვირთს და აგდებენ ზღვაში.

_ საქმესთან დაკავშირებით თუ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს?

_ როდესაც შსს-ს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჟურნალისტებმა  კითხვა დაუსვეს დავით ცინდელიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გაიკვირვა, ეს ვინ არისო. ნახეთ ცინიზმი, შემდეგ აცხადებს, რომ თუ ვინმე ინფორმაციას მიაწვდის ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით, 10 000 ლარით დაჯილდოვდება. წინა მთავრობის ხელში, ამ საქმემ 6 გამომძიებელი გამოიცვალა.

_ რა ინფორმაცია უნდა სცოდნოდა რეინჯერ დავით ცინდელიანს, რის გამოც ასე გაწირეს იგი?

_  დათო უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი იყო. ისიც გავიგეთ, რომ დაჭერის დროს ცემეს. დაკითხვა მანქანაში მიდიოდა, როდესაც ბრალად სამშობლოს ღალატი წაუყენეს, ეს გაგიჟდა და წინააღმდეგობა გაუწია ამათ. ეს თვითონ თანამშრომლის მონაყოლიდან ვიცი. თან, ის არ აპატიეს, უშიშროების თანამშრომლებს რომ ეჩხუბა ჭუბერში. ისე იყო დემორალიზებული ჯარი, ფორმებს და ტყვია-წამალს გზაში ყრიდნენ, ტანსაცმელს იხდიდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამდნენ, რომ სამხედრო ფორმაში არ ყოფილიყვნენ და რუსებს არ გადაჰყროდნენ გზაში.

_ რომან შამათავა ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით თუ არის დაკითხული?

_ რომან შამათავა დაჭერილი იყო ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით და დათოს საქმეზეც დაკითხეს, თუმცა, სასამართლომ იგი გაათავისუფლა. იცით ზედამხედველი პროკურორი მილენა მითაიშვილი რას მეუბენება?_დუმილის უფლება გამოიყენა, ხომ არ ვაწამებდით და გამოუშვითო!

დაახლოებით ექვსი თვის წინ, არჩილ კბილაშვილსაც შევხვდი, მაგრამ ჯერჯერობით საქმის ძვრა არ არის. თეა წულუკიანსაც ვესაუბრე, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქმე. ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერია _ ყველამ ყველაფერი იცის. ამ საქმეში ბევრი ვინმეა დაკითხული.  აღიარეს, როგორ ჩაიყვანეს ბათუმში, როგორ წაიყვანა შამათავამ, ყველაფერი აღიარებული აქვთ და ჩვენება მიცემული.

გვეუბნებიან, ძალიან ცუდი ფაქტია, მკვდარი არ არის ნაპოვნიო. როცა მკვდარი არ არის ნაპოვნი,  საქმის დასრულება ძალიან ძნელი ყოფილა _ ეს მითხრა არჩილ კბილაშვილმა. გასაგებია, მაგრამ კაცი რომ გაუჩინარდა ეს არაფერია? როგორ დავუმტკიცოთ, რომ მოკლესო. რომან შამათავას თანამშრომლებს ჩვენება აქვთ მიცემული. რაც მოხდა ყველაფერი თქვეს, მაგრამ შამათავა რომ გამოუშვეს, მერე გადათქვეს. ეს ყველაფერი დათოს მამას წაკითხული აქვს.  აბა სად წავიდა დათო, 5 წელიწადი გავიდა?”

“გურია ნიუსი” ჩეხეთში მყოფ ქართველ ემიგრანტს გიორგი ალანიას დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ  სოციალური ქსელის მეშვეობით ანონიმურმა წყარომ მიაწოდა  ინფორმაცია დავით ცინდელიანის დაკავების, კატერზე აყვანის და მკვლელობის შესახებ. ალანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დავით ცინდელიანის საქმეზე წლებია მიმდინარეობს, იგი არც ერთხელ არ არის დაკითხული, გამოძიება ამ ინფორმაციით არც კი დაინტერესებულა.

“გურია ნიუსთან” დავით ცინდელიანის ოჯახი აცხადებს, რომ  ითხოვენ: სატყეო მეურნეობის ყოფილი უფროსის, ლაშა ჭკადუას, სატყეო მეურნეობის ყოფილი უფროსის მოადგილის, ბადრი მამნიაშვილის, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის უფროსის, რომან შამათავას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის სერგო უბილავას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის დავით ქორქიას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის ვლადიმერ აბსანძის, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის გია გვარამიას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის გენო გულბანის, იმერეთის კუდ-ის უფროსის კოტე არჩაიას, ქუთაისის სპეცნაზის თანამშრომლის ვახტანგ წაქაძის, აფხაზეთის კონტრდაზვერვის უფროსის ალექსანდრე ჩაჩავას და სატყეო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის კახა ტურავას დეტალურად დაკითხვას.

“გურია ნიუსი” იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმე და არის თუ არა ზემოჩამოთვლილი პირები დაკითხული გამოძიების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

“ეს თემა და  გამოძიების ეს საქმე წარმოებაში აქვს გენერალურ პროკურატურას. დეტალებთან დაკავშირებით მათ უნდა მიმართოთ,” _ ასეთი იყო შსს-ს პრესსამსახურის პასუხი.

არის თუ არა რომან შამათავა დავით ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით დაკითხული? რატომ არ დაინტერესდა გამოძიება ემიგრანტ გიორგი ალანიას ინფორმაციით?_ ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად “გურია ნიუსი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.

“ეს  არის საგამოძიებო მასალის მოთხოვნა. არ შეიძლება ამ ინფორმაციის გაცემა. გამოძიების დასრულებამდე კონკრეტულ საქმეზე კომენტარს არ გავაკეთებთ. ერთი, რაც შეგვიძლია გითხრათ, ისაა, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება ემიგრანტ გიორგი ალანიას დაკითხვას გეგმავს,” _ ასეთია საქართველოს მთავარი პროკურატურის კომენტარი.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"სიკეთის გაკვეთილები"

აცანა ეკლესია-მონასტრებით და თურქეთში გადახვეწილი მოსახლეობით

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17.12.2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17.12.2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17.12.2025
ფინანსები

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

18:40; 17.12.2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17.12.2025
ფინანსები

“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

17:12; 17.12.2025
ფინანსები

თიბისი 33 წლისაა- თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

16:59; 17.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

16:53; 17.12.2025
საზოგადოება

იზრდება თუ არა დენის და გაზის გადასახადი

16:47; 17.12.2025
საზოგადოება

25 დეკემბერს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება

16:13; 17.12.2025
პოლიტიკა

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა მანამ, სანამ”- ევროკავშირის საბჭო

15:34; 17.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული

15:23; 17.12.2025
default
საზოგადოება

ლანჩხუთი-ლესას 8 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალი გაიხსნა

14:32; 17.12.2025
საზოგადოება

როდის აანთებენ ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხეს

14:11; 17.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო