იხილებოდა ბრალდება, რომელიც მძღოლის დაჭრას უკავშირდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რიც გამოც პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პროცესის დაწყებამდე გუნავამ აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა და ეს სასამართლო პროცესი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ, რის შემდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა-სააპელაციო სასამართლომ გუნავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.