ასევე, მან ბრალი დაგვდო იმაში, რომ არ ვწერთ პიროვნებაზე, ვინც რაიონი ხელში ჩაიგდო, თუმცა, ვის გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია. შეგახსენებთ, რომ პლაკატების თემას, რის გაუშუქებლობასაც ყოფილი გამგებელი გვსაყვედურობდა, “გურია ნიუსი” გუშინდელი დღიდან მოყოლებული ორივე მხარის კომენტარების გათვალისწინებით აშუქებს.
_ რა იცით, რომ არ ვწერთ?
_ ვკითხულობ და ვიცი. არ წერთ, კაცს შეურაცხყოფა მიაყენა “ქართული ოცნების” აქტივისტმა, ამაზე წერთ?
_ როგორ არ ვწერთ? წაიკითხეთ, გუშინ რა დავწერეთ?
_ გუშინწინ რა დაწერეთ? თუ წერთ, მარტო კახას უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება და იმათ არა, ვინც ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებს?
_ კახასაც უნდა ჰქონდეს და სხვებსაც. რა არის ამაში უცნაური?
_ ერთ კაცს რომ აქვს ჩაგდებული მთელი რაიონი და თავზე ახურავს ყველას ყველფერს, არ უნდა წერდეთ ამაზე?
_ რას არ ვწერთ, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?
_ გეკითხებით, რატომ არ წერთ?
_დაგვისახელეთ კონკრეტული ფაქტი, რაც არ დავწერეთ?
_ რა თქმა უნდა, უნდა მქონდეს, მეც და სხვებსაც. რა ბიძინა ივანიშვილივით ეჩხუბები?! _ განმუხტა სიტუაცია რეპლიკით კახა ასკურავამ, რის შემდეგაც გამგებელს პრეტენზიის გამოხატვა აღარ გაუგრძელებია. თუმცა, რატომ გააღიზიანა ჩვენმა შეკითხვამ ექსგამგებელი გაუგებარია.