სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა რომ, ალექსანდრე ს-მ ნარკოტიკული საშუალება რუსეთის ფედერაციიდან ამანათით მიიღო. სპეციალურ შეკვრაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ქალის ფეხსაცმელში იყო მოთავსებული.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).