რადოსლავ შიკორსკის და კარლ ბილტის ერთობლივი ვიზიტი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონული ტურნეს ფარგლებში ხორციელდება.
“აღმოსავლეთ პარტნიორობა”, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩარჩო, წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შვედეთისა და პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ და ამ პროცესში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მნიშვნელობას.