პარტია “ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი ირინა საჯაია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ილა კეჭაყმაძე მისი მეგობარია და მას ყავით გაუმასპინძლდა.
“სხვა არანაირი დატვირთვა ამას არ ჰქონდა, ოზურგეთი პატარაა და მეც მყავს მეგობრები, ასე არ ხდება რა ! “, _ გვითხრა საჯაიამ.
ჩვენ დავუკავშირდით “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის მარგველაშვილის დარბაზის აქტიურ მხარდამჭერს ილა კეჭაყმაძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
“ნამდვილად ვიყავი “ნაციოანალების” შტაბში, ჩვენი ოფისები ახლოს მდებარეობს, როდესაც ჩვენს დარბაზში შევდიოდი, სახლიდან მომქონდა დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპურები, დავინახე მაგათ შტაბთან გარეთ რამდენიმე ჩემი მეგობარი მანდილოსანი, ავიღე და ერთი დიდი ხაჭაპური მათ მივართვი, იმათმა კი ყავაზე დამპატიჟეს, რა პრობლემაა? მე მეგობრები ბურჯანაძის შტაბშიც მყავს, მათაც დავპატიჟებ დედაჩემის მიერ გამომცხვარ ხაჭაპურზე და მათ ოფისშიც დავლევ ყავას”, _ გვითხრა კეჭაყმაძემ.