დღეს საკრებულოზე ბიუჯეტის 9 თვის ანგარიში წარადგინეს. გოგელაშვილი აღნიშნავს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 16 მილიონიდან მხოლოდ 4 მილიონია ათვისებული. ახლა კი ახალი ხელისუფლების უნარიანობაზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას.
როგორც გოგელაშვილი განმარტავს, პრობლემებია ინფრასტრუქტურულ სფეროშიც. გაირკვა, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება წლის ბოლომდე თანხის გახარჯავს ვერ შეძლებს, თანხა ავტომატურად ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება, ან ადგილობრივ ბიუჯეტში მომავალი წლის ტრანსფერად დარჩება.
“9 თვის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულება 57 პროცენტით მოხდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბიუჯეტი სეკვესტრის საშიშროების წინაშე დგას,” _ განაცხადა გიორგი გოგელაშვილმა.