მსჯავრდებულთა წინაშე სხვა და სხვა თაობის ქართველი მომღერლები: ვერიკო ტურაშვილი, კახაბერ კუხიანიძე, ირმა სოხაძე, ქეთევან ანდრიშვილი, ნინო მუჯირიშვილი-ნემსაძე, ანი ბეჟანიშვილი და თამარ ყიფშიძე პატიმარი ქალბატონების წინაშე 1 საათიანი საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ.
ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია სალუქვაძე თავადაც ყოფილი მსჯავრდებულია. მისი განცხადებით, მისთვის, როგორც ყოფილი პატიმრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსჯავრდებული ქალბატონების ცხოვრების პირობების მსგავსი ღონისძიებებით შემსუბუქება.
ღონისძიების დასასრულს, დაწესებულებაში მყოფ ყველა მსჯავრდებულს საჩუქრად, ჰიგიენური, კოსმეტიკური და თავის მოვლის პირველადი საშუალებები გადაეცათ.