ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილ სკოტი ესწრებოდნენ.
კვლევის წინასწარი მონაცემებით, გამოკითხულთა 80 პროცენტი შემდეგი ათწლეულის პრიორიტეტებად ასახელებს განათლების (78 პროცენტი), დასაქმებისა (71 პროცენტი), და ჯანდაცვის (66 პროცენტი) გაუმჯობესებას. ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ასევე კარგი მმართველობა, რომელსაც გამოკითხულთა 49პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.
კვლევაში, რომელიც ზაფხულში დაიწყო, 3,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაცემები შეგროვდა ფოკუს ჯგუფების, ვებ გვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.
გამოკითხვის “ჩემი სამყარო” მიზანია გაარკვიოს, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უპრეცედენტო საეერთაშორისო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გამოკითხვის მონაწილეებვი ავსებენ კითხვარს და 16 ჩამოთვლილი საკითხიდან ირჩევენ პირადად მათთვის მნიშვნელოვან ევსს პრიორიტეტს.
“ჩემი სამყარო” საქართველოში ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით და საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.