მიხეილ გოგოტიშვილი:
_ დავით ბაქრაძის მხარდამჭერებზე როგორც ფარული, ასევე ღია ზეწოლა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია ვიდეოს სახით გუშინ გავავრცელეთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას უნდა მიეღო შესაბამისი ადეკვატური ზომები და დაეცვა სამართლიანობა, ვხედავთ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე დავით ბაქრაძის ყველა პლაკატი არის ჩამოხეული, განადგურებული.
ასევე, დავით ბაქრაძის შტაბზე ვანდალური ნახატები გააკეთეს, რომელიც არ ჯდება არანაირ ეთიკის ჩარჩოში. ვინც ეს გააკეთა, მათ დაარღვიეს ყველანაირი პოლიტიკური ეთიკის ნორმები. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწადინებული, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. გვინდა თავისუფალი აგიტაციის უფლება გვქონდეს და არავინ შეგვიშალოს ხელი. დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები და ისევ ძველი, ფარული მეთოდებით გვებრძვიან.
_ ანუ თქვე ამბობთ, რომ ეს ფაქტი თქვენი კონკურენტების მიერ არის გაკეთებული?
_ დიახ, ასე არის. ამ ფაქტს თვითმხილველები არ ყავს. ეს დაგვხდა დილით და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს არის დასაგმობი. ეს მომდინარეობს ჩვენი მოწინააღმდეგე შტაბიდან და ხელისუფლებიდან, _ უთხრა მიხეილ გოგოტიშვილმა “გურია ნიუსს”.
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ოზურგეთის საარჩვენო შტაბის ხელმძღვანელმა დავით დარჩიამ “ნაცმოძრაობის” ოფისზე ცოცხების მიხატვის ფაქტი დაგმო.
“შტაბი გმობს ყოველგვარ უზნეო და არადემოკრატიულ ქმედებას არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ზოგადად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შტაბის არც ერთი წევრი და არც აქტივისტი ასეთ რამეს არ გააკეთებდა. წარმოდგენა არა მაქვს ვინ დახატა ბაქრაძის პლაკატებზე ცოცხები. მსგავსი რამ არც გამიგია და არც მინახავს თქვენგან მესმის პირველად,” _ უთხრა დარჩიამ “გურია ნიუსს”.