გარემოს ერვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-18 ივნისს საქართველოში ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით,
14 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსი იქნება. 17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.