„ბავშვთა განვითარების“ მიერ შექმნილი 14 დისკი, კარგა ხანია, ძალიან ბევრი მასწავლებლისა თუ მშობლის ყოველდღიური გამოყენების რესურსად იქცა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბევრი დაინტერესებული პირისთვის გახდეს ხელმისაწვდომი 600-ზე მეტი თემა, შეიქმნა „ბავშვთა განვითარების“ ვებგვერდი.
„გურია ნიუსი“ პროექტის ხელმძღვანელს, ქცევით თერაპევტს, ფსიქოლოგიის მაგისტრს მაკო გაგნიძეს ესაუბრა.
„შეიქმნა ბავშვთა განვითარების ვებგვერდი _ www.gameon.ge
დაინტერესებულ პირებს ჩვენს 14 დისკზე, რომელიც მოიცავს 600 ზე მეტ თემას, უკვე შეუძლიათ წვდომა ინტერნეტით. მასალის გამოყენება შესაძლებელია, როგორც მობილურში, პლანშეტში, კომპიუტერში, ასევე, სმარტ ტელევიზორებში.
GAMEON.GE ონლაინ რესურსია, რომელიც მორგებულია 3 წლიდან 15 წლამდე ასაკის, განვითარების ყველა ტიპის ბავშვზე.
ვინაიდან ეს მასალა ეხებათ ბავშვებს, გათვალისწინებულია ყველა ფსიქოლოგიური ფაქტორი, _ გვითხრა მაკო გაგნიძემ.