(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში სტუმრად იმყოფებოდნენ ახალგაზრდა პოეტები აჭარიდან _ როინ აბუსელიძე, არჩილ ბერიძე, გიორგი გაბაიძე, გენრი დოლიძე, სულხან წულიკიძე, ლევან დევაძე და ზაზა ფირცხალაიშვილი. მათ თავიანთი ლექსები გააცნეს აუდიტორიას, რომელიც მთელი გულისყურით უსმენდა მათ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დაგვიანებული გენრი დოლიძის დარბაზში შემოსვლამ მოახდინა. ბიჭებს თან თავიანთი წიგნი “აბგდ” ჰქონდათ ჩამოტანილი, რომელიც ლანჩხუთელმა პოეზიის მოყვარულებმა დაიტაცეს.