“ჩვენი პრეზიდენტი ტრაბახობს, რომ ხელისუფლება დემოკრატიულად გადააბარა, თუმცა ჩვენ ის დიდი მუხტით ვაიძულეთ, რომ უსისხლოდ და დემოკრატიულად დაეთმო ხელისუფლება. ოდესღაც ვიტყვი კიდეც, რა მანქანები გამოვიყენეთ. ეს იყო ყველაზე მოძალადე ხელისუფლება. არცერთ წინა ხელისუფლებას მსგავსი მიდგომები არ ჰქონია, ასეთი მჩაგვრელი რეჟიმი ბოლო ორი ათული წელი არ გვყოლია. ყველაზე გამძვინვარებული და ყველაზე მოძალადე ხელისუფლება გავისტუმრეთ. მათ დღესაც აქვთ სიტუაციის აყირავების სურვილი და ვერ შეძლეს“, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადაცემა “სპექტრში” სტუმრობისას.