გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა.
ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2,6 გრ “ჰეროინი”.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას გივი ვ. ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმის” და “მარიხუანას” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).