საქართველოს მოქმედ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე არ დაუსახელებია მისი შემცვლელის ვინაობა. "ვიცი, არ ვიცი" _ ასეთი იყო ივანიშვილის პასუხი "გურია ნიუსის" კითხვაზე _ ვინ იქნება მომავალი პრემიერი?_ ბიძინამ იცის, _ დააკონკრეტა ჩვენთან საუბრისას მარგველაშვილმა.
კითხვაზე _ იქნება თუ არა ეს ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილმა დუმილით უპასუხა.
ვინ შეცვლის ივანიშვილს ეს მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, რადგან მისი განცხადებით მომავალი პრემიერის კანდიდატურას არჩევნების შემდეგ დაასახელებს.
ამის პარალელურად კი, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა ირაკლი ღარიბაშვილის ქება-დიდებით არის დაკავებული, რაც საზოგადოებაში მოარულ ხმებს, რომ ღარიბაშვილი მომავალი პრემიერია უფრო მეტად ამყარებს.



























































