(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში, სტადიონის მშენებლობა შეჩერებულია. საფეხბურთო კლუბ “მერცხალის” მესვეურები და ფეხბურთელები ახალი ინფორმაციის მოლოდინში არიან, თუმცა, გაგრძელდება თუ არა მშენებლობა მშენებლობა “მეგობრობაზე”, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც წყარო ამბობს, პირველ ეტაპზე მხოლოდ ძალიან მცირე სამუშაოები ჩატარდა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ტაკიძემ გვითხრა, ის შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას და მათ შორის ოზურგეთში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარიც შედგა.
_ პროექტი გადაგზავნილია უეფაში და ველოდებით პასუხს. სხვას ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა გამგებელმა.
ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას. წყაროს თქმით, სტადიონის მშენებლობა ახლა ფოთში დაიგეგმა და არ არის გამორიცხული, ოზურგეთში სამუშაოები რამდენიმე თვით გადაიწიოს.