(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ამ სურათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდითი შესასვლელია აღბეჭდილი. შორეული სოფლებიდან ჩამოსული გაჭირვებული ადამიანები, სწორედ აქედან შედიან სოციალური დახმარების სათხოვნელად სოციალური სამსახურის მისაღებში. აქედან გამომდინარე, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა, კიბესთან მდგარი გუბეები და ოღროჩოღრო ასფალტი კი ნებისმიერ გამვლელს ტრავმის მიღების საფრთხის ქვეშ აყენებს.