ჩვენი ობიექტივის დანახვაზე თავდაპირველად გაღიზიანდა და გვთხოვა, რომ არ გადაგვეღო, რადგან კომისიის წევრი იყო და შტაბში პრობლემები შეექმნებოდა. თუმცა, რამდენიმე წუთში იმის მტკიცებას შეეცადა, რომ კომისიასთან შეხება არ ჰქონდა და თარგამაძის საარჩევნო შტაბში ახლობლებისთვის ბეიჯის წასაღებად მივიდა.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, ზაქრაძე ნამდვილად კომისიის წევრია.
_ ქეთევან ზაქრაძე ზემოხეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული წევრია, _ დაგვიზუსტა კუტუბიძემ.
ზაქრაძის კომისიის წევრობას "ქართული ოცნებიდან" გიორგი მარგველაშვილის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბშიც ადასტურებენ.