(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გაზაფხულზე, ბუნებრივი აირის შემოყვანის დროს, ტრაქტორით გაგლიჯეს წყლის მილი. მერე შემპირდნენ, გაგიკეთებთო, გათხარეს მიწა, მაგრამ დღემდე არ გაუკეთებიათ. აქ კი “ტბა” წარმოიშვა, რომელშიც ბაყაყები მომრავლდნენ და ასე თუ გაგრძელდა, ზაფხულის ცხელ დღეებში სხვა ქვეწარმავლებიც ამოყოფენ თავს, _ გვითხრა ოზურგეთში, ბათუმის ქუჩის #22-ში მცხოვრებმა ზ. დარჩიამ.
ანალოგიურ მდგომარეობაშია კიდევ სამი ოჯახი.
“გურია ნიუსი” “სოკარ ჯორჯია გაზის” ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორს, არსენ ცინცაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს სამუშაო კომპანია “ექსპრესსერვის 2008”-მ შეასრულა და მოწესრიგებაც მან უნდა უზრუნველყოს.
აღნიშნულ კომპანიასთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ _ მათი ტელეფონი გამორთული იყო.