“დამირეკეს და მითხრეს, რომ მე თითქოს “ნაციონალების” სასარგებლოდ ვმუშაობ და აგიტაციას ვეწევი სკოლის მოსწავლეებთან. რესურცენტრის უფროსს უთხრეს, რომ ფრთხილად უნდა ვიყო, თორემ ჩემს დირექტორობას შეექმნება საფრთხე”, _ გვითხრა ხომერიკმა.
ხომერიკმა “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ მისი აზრით, ეს “ნაციონალური მოძრაობის” მოგონილი ხრიკია და მეტი არაფერი.
“ეს არის სიცრუე, ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. მე ჩემს მოსწავლეებთან პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. ვვარაუდობ, რომ ასეთ ჭორებს “ნაციონალური მოძრაობა” მივრცელებს.”
თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა ამბობს, რომ არც კი იცის ვინაა ქეთევან ხომერიკი.
“არც ვიცნობ მაგ ქალბატონს, რომ მის სიტყვებზე კომენტარი გავაკეთო. არაფერი ვიცი აღნიშნული ინფორმაციის შესახებ”, _ გვითხრა ასკურავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის მოადგილე, გია ბოლქვაძის თქმით, ის, რომ პოლიციელები პედაგოგებზე ზეწოლას ახორიცელებენ, სიცრუეა.
“პოლიცია ნამდვილად არ ერევა არჩევნებში, არც ყუთებს ვაცილებთ და არც სხვა რამეს ვაკეთებთ. თუ კი მაგ ქალბატონზე რომელიმე პოლიციელმა განახორციელა ზეწოლა, მაშინ დაასახელოს მათი ვინაობა და მერე ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ”, _ ამბობს ბოლქვაძე.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ნინო ჩიტიძე ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ქეთევან ხომერიკი ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობდა:
“ეს ინფრომაცია მომაწოდეს თუ არა, იმ წუთშივე გადავამოწმე და გაირკვა, რომ ვიღაცებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ ქეთევანი მე-11 კლასის მოსწავლეებს აძალებდა ,, ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ემოქმედათ, არადა, ქეთევან ხომერიკი 9-წლიანი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია”,_ ამბობს რესურსცენტრის უფროსი.
პედაგოგზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბშიც ადასტურებენ.