როგორც ორგანიზაციის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რამდენიმე სახის დარღვევა დაფიქსირდა.
“ძირითადი პრობლემა შეიქმნა დამკვირვებლების დაშვებაზე და ბიულეტენების ნაკლებობის კუთხით. ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე მასობრივად აფიქსირებენ ბიულეტენების ნაკლებობას, ამასთან, მარნეულსა და ნინოწმინდაში საჭიროზე ნაკლები საარჩევნო კაბინებია”, _ განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე კალატოზიშვილმა.