1) ქარელის №33 საარჩევნოოლქში # 41 საარჩევნოუბანში (მოხისი) დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა დაკვირვებელს საარჩევნო უბანზე. დაიწერა საჩივარი.
2) გორის № 32 საარჩევნო ოლქში, მეჯვრისხევის # 54 უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა რომ იყო მცდელობა მართვის მოწმობის მეშვეობით ხმის მიცემის, დამკვირვებელმა გააპროტესტა და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ აღმოიფხრვა პრობლემა.
3) გორის № 32 საარჩევნო ოლქის № 66 საარჩევნო უბანზე მარკირების პროცედურის გარეშე იყო მცდელობა ამომრჩევლის გატარების, თუმცა დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ აღმოიხრვა დარღვევა.
4) გორის № 32 საარჩევნო ოლქში კარალეთის № 100 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის შეკვრას არ აღმოაჩნდა სპეციალური ყუა თავზე. დაიწერა საჩივარი.
5) გორის №32 საარჩევნო ოლქში კარბის №42 უბანზე საკონტროლო ფურცლის ჩაგდებისას დროის მითითება არ მომხდარა (გამორჩათ). შემდგომ მოხდა ჟურნალში ჩანიშვნა.ამ დროისთვის იწერება საჩივარი.