“საქართველოს მომავლის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი და ხმა მივეცით მთელმა ოჯახმა. მინდა, ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე – მაქვს ინფორმაცია, რომ რიგებია საარჩევნო ყუთებთან, არის მობილიზაცია.
ამას ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგვიძლია დაბალანსებულ სიტუაციაში სწორი არჩევანის გაკეთება. წარმოდგენას ქმნიდნენ, რომ ჩვენ განსხვავებული ხედვები გვაქვს, დღეს ვამტკიცებთ, რომ ვართ იდეურად ევროპელები და ხარისხობრივად განსხვავებულ სიტუაციაშიც მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ვაჩვენებთ. დღევანდელი დილა ამას ამტკიცებს და დარწუნებული ვარ, რომ არავინ დარჩება სახლში, რომ არ მისცეს ხმა საქართველოს მომავალს და მინიმალური პასუხისმგებლობა არ აჩვენოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.