(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში სოფლის პროგრამების დასაფინანსებლად, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 685 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით მუნიციპალიტეტში 89 პროექტის გახორციელებაა დაგეგმილი. ოფიციოზის განცხადებით, ეს პროექტები მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩა და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს შემდეგი სამუშაოების ჩატარება იგეგმება _
ზემო შუხუთი _ ფრენბურთის სტადიონის მოწყობა; ქვემო შუხუთი _ სოფლის ცენტრში ლელოს მემორიალის მოწყობა; ზემო და ქვემო შუხუთში _ სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა; ჯიხანჯირი _ სასაფლაოს შემოღობვა; ჯიხანჯირი _ ჯიხანჯირის ეკლესიის ეზოს შემოღობვა; შრომისუბანი _ ტიკარაძეები უბანში არსებული სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოები; მოედანი _ გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; მოედანი, ხორეთი _ ხორეთი-მოედნის დამაკავშირებელი გზის შეკეთება; ხორეთი _ გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; კოკათი _ წყალგაყვანილობების ქსელების მოწყობა; ჩოჩხათი _ “წიაღობანი-ოდილაურის” დამაკავშირებელი გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; ჩოჩხათი _ სოფელ ჩოჩხათში ოდილაურის ორმოვანი შეკეთება ღორღით; ჩოჩხათი _ სასაფლაოს ღობის მოწყობა; გულიანი _ სტადიონის შემოღობვა; გულიანი _ _”ღვედის” უბანში გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; გულიანი _ “მე-4 ბრიგადაში” სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; ქვიანი _ სოფელ ქვიანის ცენტრის კეთილმოწყობა; ჩოლობარგი _ წყალსადენის სათავე ნაგებობის მოწყობა; ჭყონაგორა _ ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა; ჯაპანა _ სოფლის საძოვრის ღობის რემონტი, 3 კმ.; ნიგოითი _ მშენებარე ეკლესიასთან ქვის ღობის მოწყობა; ჯიხეთის მონასტერი _ გზის ორმავანი შეკეთება ღორღით; ზემო აკეთი _ მოსაცდელის მოწყობა; ზემო აკეთი _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ქვემო აკეთი _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა ქვემო აკეთის სკოლასთან; ქვემო აკეთი _ საყანე ფართობის შემოღობვა; ქვემო აკეთი _ ყოფილი “#3 ბრიგადის” უბანში გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; ჭანჭათი _ ზემო უბანის წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ჭანჭათი _ ამბულატორიის შენობის რემონტი; გაგური _ მაცხოვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაცდელის მოწყობა; აცანა, ტელმანი _ აცანის თემში კლუბის და ბიბლიოთეკის შეკეთებითი სამუშაოები; მამათი _ ხელაძეები უბანში წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; კონჭკათი _ მოსაცდელის მოწყობა; კონჭკათი _ მოსაცდელის მოწყობა; კონჭკათი _ წყლის ტუმბოსა და მილების მოწყობა; ქვემო მამათი _ გაბიონის მოწყობა; შათირი _ მოსაცდელის მოწყობა; მაჩხვარეთი _ სოფლის კლუბის და ბიბლიოთეკის შენობის შეკეთებითი სამუშაოები; მაჩხვარეთი _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; მაჩხვარეთი _ სასაფლაოს შემოღობვა; ორაგვე _ გარეგანათების მოწყობა; ორაგვე _ სასაფლაოს შემოღობვა; ჯუნმერე _ გარეგანათების მოწყობა; ჯუნმერე _ წყლის სათავე ნაგებობის შეკეთება; ჯუნეწერი, გვიმბალაური _ ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა; გვიმბალაური _ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და სანიაღვრე არხის მოწყობა; ქვემო ჩიბათი, ჭალა _ სოფელ ჩიბათის ცენტრის კეთილმოწყობა; ქვემო ჩიბათი, ჭალა _ სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის შენობის კაპიტალური შეკეთება; ლესა _ საყანე ფართობის შემოღობვა; ლესა _ “ტურაულის” უბანში გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; ლესა, ჭინათი _ სასაფლაოს შემოღობვა; ჭინათი _ “ფოცხვერეთის” უბანში წყლის კაპტაჟების მოწყობა; ბაღლეფი _ სოფელ ბაღლეფის ცენტრში მოსაცდელის შეკეთება; ბაღლეფი _ მილხიდის მოწყობა თავბერიძეების უბანში; ეწერი _ მილხიდის მოწყობა საყანე ფართობში; ჯურუყვეთი _ ჯურუყვეთი-ეწერი-ბაღლეფის საყანე ფართობის შემოღობვა; ჯურუყვეთი _ წყლის ტუმბოს მოწყობა; ჯურუყვეთი _ სოფელ ჯურუყვეთის კულტურის სახლის ინვენტარის შეძენა; ჯურუყვეთი _ “ნაცარას” უბანში გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; ნინოშვილი, ყელა _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ნიგვზიანი _ მოსაცდელის მოწყობა; ნიგვზიანი _ “ტუღუშის” უბანში არსებული ხიდის შეკეთება; ნიგვზიანი _ “კვირკველიას” უბანში გზისპირა არხის გაწმენდა; ნიგვზიანი _ ბიბლიოთეკის შენობის ოთახების შეკეთება; ნიგვზიანი _ სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის შენობის ეზოს შემოღობვა; ხაჯალია _ მშენებარე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; არჩეული _ “ჩიქვეთის” უბანში გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; არჩეული _ სოფელ არჩეულში სასაფლაოსთან მილხიდის მოწყობა; არჩეული _ “ბებეთის” უბანში წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ჩანჩ-ეთი _ სასაფლაოს შემოღობვა; ახალსოფელი _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ახალსოფელი _ საყანე ფართობის შემოღობვა; ახალსოფელი _ საყანე ფართობის შემოღობვა; ტაბანათი _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ტაბანათი _ საწრეტი არხის მოწყობა საყანე ფართობში და ცხაურების მოწყობა; ჩქუნი _ საწრეტი არხის ამოწმენდა და საყანე ფართობების შემოღობვა; ხიდმაღალა _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ხიდმაღალა _ სასაფლაოს შემოღობვა; ხიდმაღალა _ სააღმზრდელო ჯგუფის შენობის შეკეთება; სუფსა _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; გრიგოლეთი, მალთაყვა _ სტადიონის კეთილმოწყობა; წყალწმინდა _ “გოგაძეების” უბანში გზის ორმოვანი შეკეთება ღორღით; წყალწმინდა _ ფეხბურთის მოედნის შეკეთება; წყალწმინდა _ საპატრულო პოლიციის მიმდებარედ ქუჩის განათება; ღრმაღელე _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა “ლეღვიანას ღელეში”; ღრმაღელე _ სოფელ ღრმაღელეში სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის ეზოს კეთილმოწყობა; ღრმაღელე _ “შაინიძეების” და “თელიას” უბანში საწრეტი არხის მოწყობა; ომფარეთი _ წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა; ორმეთი _ საყანე ფართობის შემოღობვა “ჭალაში” და “ნაკობილევში”.
როგორც ჩამონათვალიდან ჩანს, ყველაზე მეტი პროექტი ჩოჩხათის თემში იგეგმება. აქ სულ 13 პროექტი გახორციელდება, რომელიც თემში შემავალ ყველა სოფელს მოიცავს. ყველაზე მეტი თანხა ქვემო ჩიბათში არსებულ სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის შენობის კაპიტალურ შეკეთებას მოხმარდება _ 43 332 ლარი. მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი პროექტების დასრულების თარიღად კი, ოქტომბრის ბოლოა ნავარაუდევი.