“არა მგონია, რომ გადასატანი ყუთის სიაში ისეთი ადამიანები იყვნენ შეყვანილი, რომლებსაც გადაადგილება შეუძლიათ. თუ კი ასე არის პასუხისმგებლობა ეკისრება ძიმითის 60/52 საარჩევნო უბანს”, _ გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.
“გურია ნიუსს” დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბში განუცხადეს, რომ სოფელ ძიმითში გადასატან ყუთში ისეთი ამომრჩევლები არიან დაფიქსირებულები, რომლებიც პრობლემის გარეშე შეუძლიათ გადაადგილება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის, ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ეს ფაქტი აუცილებლად დასაგმობი და შესასწავლია.
“გადასატან ყუთის სიაში ჯანმრთელი ადამიანები არიან შეყვანილი და სიის გარეთ დარჩნენ ისეთი ამომრჩევლები, რომლებსაც მართლა ჭირდება დახმარება და გადასატანის ყუთის მიტანა სახლში”, _ გვითხრა ოთარ რევიშვილმა.