როგორც “გურია ნიუსმა” ადგილზე გაარკვია,რომ არცერთი პატიმარი ამ საარჩევნო უბანში არ მოვიდოდა და ხმას არ მისცემდა, რადგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულების დირექტორმა გიორგი ხუციშვილმა განცხადებით მიმართა N81 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ ” სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ესაჭიროებათ 24 ბრალდებულ\მსჯავრდებულთათვის გადასატანი საარჩევნო ყუთი”.
ეს მოთხოვნა კომისიის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. სწორედ ამ 24 კაციან სიაში მოხვდნენ ნაცმოძრაობის ლიდერებიც.
მათ შორის არიან: პირველ ნომრად _ ბაჩო ახალია, მეათე ნომრად _ ოლეგ მელნიკოვი,მეთერთმეტე ნომრად _ ვანო მერაბიშვილი.
სიაში ასევე არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სამართალდამცველები.