განცხადებას ამასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, პეტრე ზამბახიძე აკეთებს.
ზამბახიძის თქმით, ქალაქ ბათუმის ტეროტირიაზე მცხოვრებ ასეულობით ადამიანი საარჩევნო სიებიდან ამოღებულია. საარჩევნო უბნებზე მათ არ უშვებენ და ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ.
“ძირითადად ეს ხალხი ახალ აშენებული კორპუსების მცხოვრები ან იმ სახლების ბინადრები არინა, რომლებიც უნდა დაინგრეს. მათ აქვთ რეგისტრაცია და ყველა დოკუმენტი წესრიგშია, მაგრამ საარჩევნო სიებიდან ამოღებული არიან”, _ აცხადებს ზამბახიძე.
მისივე განცხადებით, ეს არის იუსტიციის სამინისტროს და ბათუმის მერიის ბრალი, რომლებმაც ეს ხალხი უმისამართო ადამიანებად ჩათვალეს, რადგანაც აშენებული კორპუსები მერიის სამშენებლო კომპანიების მიერ ჩაბარებულად ჯერჯერობით არ ითვლება, ხალხკი იქ თვეებია და ზოგან ორი წელი უკვე ცხოვრობს.
ამომრჩევლებზე ხმის მიცემის უფლების შეზღუდვაზე საუბრობენ ბურჯანიძის საარჩევნო შტაბის ბათუმის ოფისშიც. შტაბის წარმომადგენელი თემურ ჭანტურიშვილი აცხადებს, რომ თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან დარღვევებთან დაკავშირებით ღებულობენ ინფორმაციას. დარღვევების უმეტესობა საარჩევნო სიებს უკავშირდება.
“საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლები შერჩევით არიან ამოღებული სიებიდან. მათ შორის ჩვენი ამომრჩევლებიც. მათ არ ეძლევათ ხმის მიცემის საშუალება.”
ამომრჩეველთა აქტივობას აჭარაში ამ დროისათვის საშუალოდ აფასებენ ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში სადაც აცხადებენ, რომ დღის თორმეტი საათისთვის ამომრჩეველთა 15, 6 მეათედი პროცენტი გამოცხადდა საარჩევნო ყუთებთან, რაც ნორმალური მაჩვენებელია. საარჩევნო აქტივობა დაახლოებით იგივეა ხუთივე რაიონში, როგორც ბათუმში.