მისი განცხადებით საარჩევნო უბნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. ასევე, ბევრი იყო საარჩევნო კარუსელის შემთხვევებიც. კარუსელი დაფიქსირდა 29-ე,40-ე,68-ე,82-ე,106-ე,107-ე და 116-ე უბნებზე. ნაჭყებიამ ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის მიერ კარუსელში მონაწილეობის მცდელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე საოლქოში უკვე საჩივარი შეტანილია.
“მაგალითად, დაფიქსირდა, რომ მაია ჭელიძემ, რომელმაც უკვე ხმა ერთხელ მისცა, მეორედ ხმის მიცემას 109-ე საარჩევნო უბანზე აპირებდა”, _ ამობს ნაჭყებია.
როგორც ის აცხადებს, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში “კარუსელებს” არჩვენების გაყალბებაში გამოცდილი პარტია ახორციელებს.