(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სუფსის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ნანი მარგალიტაძე) გაიმართა საანგარიშო კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია, ფრაქცია “ნაციონალების” ლიდერი დავით ჩხაიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირმა მგელაძე.
_ მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკოს კომპოზიტორთა ნაწარმოები, რითაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს დამსწრეებზე, რომლებიც დიდხანს უკრავდნენ ტაშს პატარა ვირტუოზებს. სკოლაში უკვე ერთი წელია, მუშაობა დაიწყო ხალხურ საკრავთა ჯგუფმა, რომელმაც ასევე მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, _ ამბობენ ლანჩხუთის გამგეობის პრეს-სამსახურში.