(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 26 ივნისს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, საქართველოს ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობით, გაიხსნა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების I ფესტივალი _ “მთაწმინდის ჰანგები”. ფესტივალის მიზანია, მომავალ თაობაში ხალხური ხელოვნების მიმართ სიყვარულის გაღვივება, ტრადიციული ფოლკლორული ნიმუშების მოძიება, აღდგენა და გაცოცხლება, მათი წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
ფესტივალზე ჩოხატაურიდან მიწვეული იყო ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “კრიმანჭული” (ხელმძღვანელი ლალი კორიფაძე). ანსამბლმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა და სიგელიც დაიმსახურა. ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და იგი ტრადიციულად ყოველ წელს ჩატარდება.