მე არ მაინტერესებს, რა შედეგები იქნება ეგზიტპოლებით გამოცხადებული. მე შემიძლია გითხრათ, რა შედეგები იქნება პარალელური დათვლის შედეგად.” _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მარგველაშვილი – 66, 7, დავით ბაქრაძე 20, 2 ბურჯანაძე 7, 5 ასეთია “რუსთავი 2”-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც ტელეკომპანიამ კომპანია GFK-ს დაუკვეთა. ეს გახლავთ 6 საათის მონაცემები.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ეგზიტპოლებს გერმანული კომპანია GFK-ი და ქართული კომპანია ACT-ჯგუფი გამართავენ. ეგზიტპოლები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” დაკვეთით მოეწყობა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლების მოწყობას არ აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია “მაესტრო”.