მისი თქმით, ყველა დარწმუნებული იყო გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში.
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მთავრობამ შეასრულა მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანა და საქართველოში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს, ყველა დარწმუნებული იყო გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში. საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის პეტრიოდში დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკურ არენაზე”, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.