ქუთაისის 59-ესალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის ქუთაისის საოლქო კომისიაში 9 საჩივარია შესული, რომელსაც კომისია ხვალ განიხილავს. თუმცა, ოსეფაიშვილი აღნიშნავს, რომ ისეთი დარღვევები არ ყოფილა, რომლის შედეგადაც რომელიმე უბნის მონაცემი შესაძლოა გაბათილდეს.
ამ დროისთვის ქუთაისის 127-ივე უბანი დახურულია და რამდენიმე საათში საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები საოლქო კომისიაში დაითვლება.