(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 26 ივნისს, ფოთი ფოლკლორის ფესტივალს _ “არტ-გენი 2011-ს”, მასპინძლობდა, რომელიც მალთაყვაში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა. ფესტივალს უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
პირველი ნაწილი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს დაეთმო. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ფოთიდან, აბაშიდან, სენაკიდან, ხობიდან, წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან, მარტვილიდან, ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან.
იყვნენ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები _ რუსთავიდან ანსამბლი “რეგიონი”, თბილისიდან თსუ-ს “გორდელა”. მათ შორის, ოზურგეთის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი “იადონი”, რომელმაც შეასრულა რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა “არტ-გენი 2011”-ის საპატიო წევრად ანსამბლი “იადონი” წარადგინეს, როგორც შესანიშნავი ანსამბლი და ყველა წელს ჩატარებული “არტ-გენის” მონაწილე.
კინოსტუდიამ წლევანდელი “არტ-გენი”-სთვის გადაიღო სარეკლამო რგოლები ანსამბლების მონაწილეობით. მათ შორის, გადაღებულია “იადონის” რგოლიც.
ფოლკლორის ფესტივალის პირველი ნაწილი თსუ-ს “გორდელამ” და ფოთის ცეკვის ანსამბლმა “ფაზისმა” დახურა.
ფესტივალის მეორე ნაწილი დაეთმო რუსთავის ანსამბლ “რეგიონის”. თბილისის “ჩვენებურების” და ზუმბას კონცერტს.
22 ივლისისთვის, ანსამბლი “იადონი” თბილისში “არტ-გენის 2011” დახურვის ცერემონიალზე მიიწვიეს.