კიდევ ერთი _ ბურნათის საარჩევნი უბნის ოქმში შეცდომაა _ გამოცხადებული ამომრჩევლის გრაფაში 181 ამომრჩევლის ნაცვლად 281 წერია, ამ უბანზე კი სულ 276 ამომრჩეველია.
ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 2 საჩივარია შესული, ერთი კი ბურნათის უბნის ოქმის გამო იწერება.
რაც შეეხება აქტიურობას, ჩოხატაურში არჩევნებზე ამომრჩეველთა 60.2 პროცენტი გამოცხადდა.



































































