ნაკადის მომწესრიგებელმა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, გოჩა ცინცაძემ ის იმ ოთახში შემოუშვა, სადაც ოქმების მიღება მიმდინარეობდა. ჯიქია ოლქში აკრედიტაციის გარეშე შემოუშვეს.
ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ უშვებენ არაუფლებამოსილ პირს ოლქში, პასუხი ვერ მივიღეთ. თავად ჯიქია კი ჩვენმა შეკითხვამ _ რატომ იმყოფებოდა ოლქში ბეიჯის გარეშე და რა მონაცემებს იწერდა ნაკადის მომწესრიგებლისგან, ისე გააღიზიანა, რომ შეურაცხყოფაზე გადავიდა:
_ ვინ გეკითხებათ თქვენ მე სად და როგორ მივალ, არაა ეგ თქვენი საქმე. წყნარად, თორემ გადაგასხმათ თავზე ყავას, _ ყვირილზე გადავიდა რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად ჩოხატაურის სასპორტო სკოლის დირექტორია.ჯიქიამ არც ის დაგვიკონკრეტა რომელი კანდიდატის შედეგებით იყო დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტზე და არც იმაზე, რომ ჯიქია ბეიჯის გარეშე შემოუშვეს, ოლქში რეაგირება არავის მოუხდენია
_ ხომ გავიდა გარეთ, რა საჭიროა ამდენი ამბავი, _ აღნიშნა საოლქო კომისიის თავმჯდომარე თემურ კუტუბიძემ.