_ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნებს?
_ ამ ცხელ გულზე მათქმევინებთ ახლა რაღაცას. ცოტათი გაცივდეს, დაწყნარდეს, გაგრილდეს გული და მერე შევაფასებ.
_ რა პრობლემაა, რომ შეაფასოთ?
_ ცხელ გულზე რამე არ წამომცდეს. ყოველშემთხვევაში სიმართლეს ვიტყვი.
_ გისმენთ, თქვით სიმართლე.
_ მაშინ ვიტყვი, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ეს არჩევნები ხალხისთვის ყველაზე დამამცირებელი და აბუჩად ამგდები იყო. ხალხის დიდი ნაწილი არ მოვიდა არჩევნებზე და აქედან გამომდინარე გავაკეთებ დასკვნას, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ხალხის ფავორიტი არ არის, ის არის ფულით არჩეული. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ არც ეკონომიკას ეშველება, არც საგარეო პოლიტიკას ეშველება და ქვეყანა წავა უკან. ნეტავ ვცდებოდე ამ პროგნოზში.
_ ოზურგეთში შალვა ნათელაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
_ ჩვენი რეინტიგი არის პირველი. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ყოველთვის პირველები იქედან გამომდინარე, რაც რესურსი დავხარჯეთ და დაიხარჯა პოლიტიკური პარტიებსა და საპრეზიდენტო კანდიდატებზე. შალვა ნათელაშვილი უპრეცედენტო ლიდერია. საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი არ გააკეთა.



























































