მისივე აზრით, აღნიშნული რეზიდენცია, როგორც ხალხის ფულით აგებული შენობა, ხალხმა უნდა მოიხმაროს.
“მე არ ვაპირებ იქ მუშაობას. ჩემი აზრია ის, რომ ეს რეზიდენცია უნდა იყოს გადაცეული ისეთი სფეროსთვის, რომელიც უფრო სახალხოა, ვიდრე ერთი მაღალი პოლიტიკური უფლებების მქონე პირის რეზიდენცია. ვფიქრობ, რომ ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ქონება, რომელიც ხალხის ფულით აშენდა. ეს რეზიდენცია ხალხმა უნდა მოიხმაროს უფრო მეტად”, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
































































