“პირადად ჩემი და თურქი ხალხის სახელით თქვენს აღმატებულებას პირადად ვულოცავ გუშინ, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის არჩევას. ასევე მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის პროცესში. მტკიცედ მწამს, რომ ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, თქვენი პრეზიდენტობის პერიოდშიც გაგრძელდება თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ახლო მეზობლური ურთიერთობები და ძლიერი თანამშრომლობა”, _ ნათქვამია აბდულა გიულის მისალოც წერილში.
თურქეთის პრემიერი კი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში, რომლის დროსაც გამოიხატა ქართველი ხალხის ნება და ის ჩატარდა მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.

































































