ადგილობრივი მოსახლეობა და ჟურნალისტები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ქალაქისთვის მნიშვნელოვნად თვლიან და აღნიშნავენ, რომ ამით ქალაქს ფუნქცია შეუნარჩუნდება. სამუშაო ადგილები გაჩნდება და უამრავი შესაძლებლობა, რომ ქალაქი მეტად განვითარდეს.
აქცია სოციალური ქსელის საშუალებით ოყო ორგანიზებული.
“პარლამენტის გადმოტანა მხოლოდ შენობის გადმოტანას არ ნიშნავს. ეს სამუშაო ადგილების გაზრდას მოიტანს. ეს ნიშნავს სასტუმროების გახსნას არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების რიცხვის მატემას. ამაზე ყველას უნდა შესტკიოდეს გული და ასე მშვიდად პარლამენტი ქუთაისიდან არ უნდა გადადიოდეს.
როცა პარლამენტის გადატანის საკითხი დღის წესრიგში დადგება, აქ ათასობით ქუთაისელი მოვა მხოლოდ ერთი მოთხოვნით, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს,” _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ირაკლი გვალიამ.