“სოფლის პროექტების გახორციელებისას თუ სტიქიის დროს, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სწორედ იმიტომ, რომ მძიმე ტექნიკა არ გვაქვს, არაერთი პროექტი შეჩერდა. გადაწყვეტილი გვაქვს, ვიყიდოთ გრეიდერი, ორი ერთეული ექსკავატორი, ორი ერთეული თვითმცლელი. ადრე ერთ სოფელს 50 ერთეული ტექნიკა მაინც ჰყავდა, ახლა ერთიც არ გააჩნია. ამის შესახებ მთავრობა ჩავაყენეთ საქმის კურსში და მჯერა, შესაბამისი კომისია დადებითად გადაწყვეტს საკითხს”, _ თქვა შარაშენიძემ.
მან დააზუსტა საპროექტო სამუშაოებიდან დარჩენილი 646 ათასი ლარის კონკრეტული გახარჯვის მიმართულებები.
“გარდა მძიმე ტექნიკისა, ამ თანხით შეიძენენ ინვენტარს იმ სამი საბავშვო ბაღისთვის, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახლა რემონტდება.”
საკრებულომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭი ერთხმად უყარა.